საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 9 კმ-ში, თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.