aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლება სხვადასხვა დროსა და სივრცეში თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან” – ნიკა მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ომბუდსმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება სხვადასხვა დროსა და სვირცეში თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან.

“როდესაც ქვეყანას მართავს არაფორმალური მმართველი იქ ციხესაც მართავს არაფორმალური კრიმინალური მმართველები ავტორიტეტების სახით, როდესაც საარჩევნო უბნებთან ვხედავთ მოკრიმინალო ელემენტებს სუს-თან თანამშრომლობაში ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. ხელისუფლება სხვადასხვა დროსა და სივრცეში თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან, როდესაც გვაქვს შემთხვევები, რომ პოლიციელები აკავებენ მოქალაქეს და მას გადასცემენ კრიმინალებს და ეს კრიმინალები ამ მოქალაქეს კლავენ – რუსთავის შემთხვევა მაქვს მხედველობაში, დიახ, ხელისუფლება არა მხოლოდ თანამშრომლობს არამედ მჭირდროდ არის დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან” – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ,  წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი – არაფორმალური მმართველობის მანკიერი ფორმები აღდგა.

იტვირთბა....