aviabiletebi
მთავარი ციტატა

“წარსულში გვყავდა ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ადამიანები – პრობლემის გადალახვას დრო სჭირდება”

“კონკრეტულ შემთხვევებს ვერ გავიხსენებ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის, რომ არც ისე შორეულ წარსულში გვყავდა ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ადამიანები და ამ პრობლემის გადალახვას სჭირდება შესაბამისი დრო. ამიტომ ვამბობ, რომ თუ გვაქვს ასეთი შემთხვევები, უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ასე ზოგადი ლაპარაკით შორს ვერ წავალთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფიო კილაძე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადებით კილაძე გამოეხმაურა ომბუდსმენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი – არაფორმალური მმართველობის მანკიერი ფორმები აღდგა.

ომბუდსმენის სკანდალურ განცხადებაზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

“მეტრონომი” დაუკავშირდა აღნიშნულ სამსახურს, სადაც ამ დრომდე არ იციან, საერთოდ გაკეთდება თუ არა ოფიციალური განცხადება სახალხო დამცველის საპასუხოდ. ყოველ შემთხვევაში, ასე განუცხადეს “მეტრონომს” პრესსამსახურში.

იტვირთბა....