aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი ავტობუსები დამატებით 8 მარშრუტზე იმოძრავებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს დღეიდან დამატებით 8 მარშრუტზე მოემსახურება. ახალი ავტობუსები შემდეგ მიმართულებებზე იმოძრავებენ: N13 – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა; N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N65 – დოლიძის ქუჩა – რკინიგზის სადგური; N68 – ცხრა ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი; N75 – ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“; N77 – ტუბდისპანსერი – სადგურის მოედანი; N110 – მახათას მთა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი.

12 დეკემბერს კი, N25 მარშრუტზე ძველი ბოგდანის მარკის ავტობუსები ახალი, MAN-ის მარკის 10-მეტრიანი მწვანე ავტობუსებით ჩანაცვლდება.

ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე გადანაწილდა 6 მარშრუტზე – N7, N12, N19, N57, N80, N122. გარდა ამისა, N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები გავიდა. ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით კი „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები N15 და N54 მარშრუტებზე ჩანაცვლდა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

იტვირთბა....