aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტიკური აქტივობის გამო 87 ადამიანი იდევნება” – ევროპარლამენტარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის წევრმა,  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა.

“ჩვენ გვაქვს 87 ადამიანის სია, რომლებიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. გონივრული იქნებოდა, მთავრობას არ გამოეყენებინა დიდი დოზით პოლიტიკური სამართლებრივი ძალა. არ ვარ დარწმუნებული, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი, თუმცა ისინი სისხლის სამართლის წესით იდევნებიან პოლიტიკური აქტივობის გამო და ეს არ არის კარგი ნიშანი”, – განაცხადა კუბილიუსმა

კუბილიუსი იმედოვნებს, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ხელშესახებ შედეგს გამოიღებს და კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნება.

“ვიმედოვნებ, რომ ინფორმირებული ვიქნებით გუშინდელი შეხვედრის შესახებ უფრო დეტალურად. ჯერ-ჯერობით რაც ვიცით, პოზიტიურად ჟღერს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოძებნონ შესაძლებლობები, როგორ გახადონ საარჩევნო სისტემა უფრო პროპორციული და უფრო დაბალანსებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაც, როგორც მაგალითი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის. ეს კარგი სიგნალია მთელი ევპროპისთვის”, – განაცხადა კუბილიუსმა.

იტვირთბა....