aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება.

უწყების ცნობით, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით”, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ თავად ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

 

 

იტვირთბა....