aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ძიუდოისტმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

ბექაურის თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.

სპორტსმენის აცხადებს, რომ პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა.

“დამიწყეს გინება და დარტყმა. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი. ორი მიჭერდა და თან მირტყამდნენ… “, – წერს ბექაური.

მისივე განცხადებით, ამის შემდეგ, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა სადგურის მოედანზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

იტვირთბა....