ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბურჯანაძის არ მიკვირს, მაგრამ ოპოზიცია მასთან როგორ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

კალაძის თქმით, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლა მისთვის გასაკვირი არ არის, თუმცა აკვირვებს გაერთიანებული ოპოზიციის ქმედება, რომლებიც ბურჯანაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან.

„რამდენიმე დღის წინ მკითხეს და ხუმრობით ვუპასუხე, რომ გერმანული მოდელის ჩამოსატად არის წასული. ნინო ბირჯანაძისგან, გულწრფელად ვიტყვი, ნამდვილად არ მიკვირს. ამ ადამიანს პირდაპირ აქვს გაცხადებული, თანამშრომლობა და ურთიერთობა. შეიძლება, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ღირებულებებიდან მიუღებელი იყოს, რადგან მე სხვა ხედვა მაქვს, სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავარ, მაგრამ მიკვრის იმ გაერთიანებული ოპოზიციის, რომლებიც ერთად სხედან და საუბრობენ სხვადასხვა, თუნდაც საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით“ ,- განაცხად კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძემ “გავრილოვის ღამისთვის” რუსეთში ჩინოსნებთან ბოდიში მოიხადა

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....