aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბავშვთა ქალაქ “მზიურში” სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ, 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გამწვანებისა და „მზიურის“ სრულად აღდგენა-მოწყობას ითვალისწინებს.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით საქალაქო პარკების განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღნიშნული პროექტის სახით კი თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე შეემატება.

„ყველას გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო აქ. მივიღეთ გადაწყვეტილება, პარკის სრულ განახლებასთან დაკავშირებით. ამჯერად „მზიურის“ ქვედა ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება და ახალი ხე-მცენარეები დაირგვება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. მოწყობილია საფეხმავლო და ველობილიკები. ასევე, უკვე დამონტაჟებულია ახალი ელექტრობოძები და ლედ სანათები. კეთდება ხელოვნური ტბაც. ამ პროეტის ფარგლებში ვგეგმავთ საფეხმავლო ხიდის გაკეთებას, რომელიც ხილიანს, ზოოპარკსა და „მზიურს“ დააკავშირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება მოზაიკების, ხიდების, კიბეებისა და ცენტრალური სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ველობილიკები, დაიდგმება სკამები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, ურნები, ასევე, განთავსდება ზონირების შესაბამისი ნიშნები, გარდა ამისა, დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს დემონტაჟი და ახლის მოწყობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

პროექტში გათვალისწინებულია დენდროლოგიური ნაწილიც, რომლის შესაბამისად პარკში დამატებით დაირგვება მცენარეები.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ.

იტვირთბა....