aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეუძლებელია, პარლამენტში დღეს მხარდაჭერა მოიპოვოს სრულად მაჟორიტარულ სისტემზე გადასვლის იდეამ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვიცე სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

განცხადება მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მაშინ, ჩვენ გვჭირდებოდა პრაქტიკულად ყველა დეპუტატის თანხმობა და თუ ყველა დეპუტატი არ დაეთანხმებოდა იმ გადაწყვეტილებას, რაც გუნდმა მიიღო, ეს გადაწყვეტილება ჩავარდებოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამ შემთხვევაში გვაქვს საპირისპირო სიტუაცია. ახლა იმ იდეას, რომელსაც აყენებს დეპუტატების ნაწილი, უნდა დაეთანხმოს ყველა, დეპუტატების დანარჩენი ნაწილი, რაც არ მოხდება ბუნებრივია. აქედან გამომდინარე ვამბობ მყარად, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ისინი ამბობენ – ჩვენ გავალთ ხალხში, შევაგროვებთ ხელმოწერებს, კი ბატონო, მათ ამის უფლება აქვთ, მაგრამ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.

არ ვფიქრობ, რომ შეგროვდება მილიონი ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე, ყველა მსგავსი სისტემა, სრულად მაჟორიტარული, შერეული, პროპორციული – ყველა მათგანი მუშაობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. შეუძლებელია პარლამენტში დღეს მხარდაჭერა მოიპოვოს სრულად მაჟორიტარულ სისტემზე გადასვლის იდეამ. საქართველოს პარლამენტში დღეს კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უმრავლესობამ სხდომა პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართა.

სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივა განიხილეს.

11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.

იტვირთბა....