aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აქცია ჩაფხუტებით – სოფიო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის სოფიო კილაძის ბიუროსთან აქცია გამართეს, სადაც ჩაფხუტებით მივიდნენ და სიმბოლურად “41 ვერცხლი” მიიტანეს.

აქტივისტები ბიუროს ოფისში შესვლას და კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. თავიდან პოლიცია ამის შესვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა შემდეგ შენობაში შეუშვა.

„რატომ არ უჭერს მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემას სოფიო კილაძე?“ – ეს არის ერთ-ერთი კითხვა “გაბედეს” წევრებისგან, რომელზე პასუხსაც დეპუტატისგან ელოდებიან.

ბიუროსთან ახლა სიმშვიდეა და 20-მდე სამართალდამცავია მობილიზებული.

იტვირთბა....