aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაკავებული ბერის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკი აღმოჩნდა” – საპატრიარქოდან პირველ კომენტარს აკეთებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდში დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონის ბრალდებას საპატრიარქო ეხმაურება. “კურიერთან” სატელეფონო საუბარში საპატრიარქოს პრეს-მდივანი აცხადებს, რომ სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.

“მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველების დასკვნას. ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარი გამოძიება ვაწარმოოთ,”- განაცხადა  საპატრიარქოს პრეს-მდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. 

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

იტვირთბა....