aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბურჯანაძე არ არის ხელისუფლებაში, რომ ანგარიშვალდებული იყოს პრესრელიზის გავრცელებაზე” – პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნინო ბურჯანაძე არ არის ხელისუფლებაში, რომ ანგარიშვალდებული იყოს წინასწარ – პრესრელიზის გავრცელებაზე და დაანონსების ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ჯილდა მაჭავარიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც “მეტრონომი”, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის დეტალებით დაინტერესდა.

მაჭავარიანის თქმით, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი საქართველოში, დაახლოებით, კვირის ბოლოს დაბრუნდება და განცხადებასაც თავად გააკეთებს.

“არანაირ განცხადებას არ ვაკეთებთ. ნინო ბურჯანაძე შეხვდა პოლიტიკურ წრეებს, ხვდება დღესაც და ხვალაც მოსკოვში. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ლიდერები – ყველა იყო საქმის კურსში ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. განცხადებას, ვის შეხვდა, რა შედეგები დაიდო თუ არ დაიდო, ბურჯანაძე თვითონ გააკეთებს განცხადებას, როცა ჩამოვა”, – აცხადებს მაჭავარიანი.

“მეტრონომმა” “დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახურის ხელმძღვანელს ასევე დაუსვა შეკითხვა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობაზე, რაც რეალურად გახდა კიდეც მიზეზი ჩვენი აღნიშნულ პარტიის წარმომადგენლებთან დაკავშირებისა. ჯილდა მაჭავარიანის განმარტებით, მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ბურჯანაძის განცხადება – “მინდა საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟს ვუპასუხო და განგიმარტოთ რის გამო ჩამოვედი კრემლში? პასუხი მარტივია – საღამოს 9 საათზე ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ოჯახთან ერთად სახლში იქნება”, ფეიკ-ნიუსია”.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე რუსეთში შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად იმყოფება.

 

 

 

იტვირთბა....