aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის “პროპორციულის ფორმატს” ტოვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებულ ოპოზიციის დროებით გაერთიანებას ტოვებს პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი. მისი განცხადებით, მიუღებელია ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება და იქ დაგეგმილი მისი შეხვედრები.

თუმცა ჩარკვიანის პარტია რჩება გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” წევრი და ასევე მომხრე ქუჩის აქციებისა და პიკეტირების.

“რაც შეეხება კონკრეტულად, ამ პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით დროებით გაერთიანებას (ბ. ნი შალვა ნათელაშვილის ოფისში, მხოლოდ პროპორციულის თემაზე, რისთვისაც მადლობა ბ. ნ შალვას) ამ გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია “კანონი და სამართალი”, რადგან ამ ვითარებაში, “ ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ” , მინიმუმ უნდა ვყოფილიყავით ინფორმირებული.

პირველად შევიტყვეთ რამდენიმე ადამიანმა “ სიურპრიზად”, ვიმეორებ ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მთელს მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გვებრძვის და იბრძვის, რომ დაგვაბრუნოს თავის სივრცეში, აი ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი, თორემ მე არანაირი უფლება არ მაქვს ,რომ რუსულ ვექტორს “ სირბილი” დავუშალო მოსკოვში პუტინთან,“ – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

მისივე თქმით, დღეს არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში ქვეყანას “ტალახს ასხამს“.

იტვირთბა....