aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყვარელიში, ხანძრის შედეგად მიყენებული დამწვრობით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად 30 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს სხეულის 50 პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრმა ღუმელის ასანთებად დიზელის ნაცვლად, ბენზინი გამოიყენა, რის შედეგადაც ბოთლში დარჩენილი საწვავი აფეთქდა. ცეცხლი მთლიან სახლზე იყო გავრცელებული.

ხანძრის შედეგად, 26 ნოემბერს გარდაიცვალა 12 წლის მოზარდი, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღო ოჯახის კიდევ სამმა წევრმა.

მათგან ერთი, გარდაცვლილი არასრულწლოვანის დედა, თბილისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა

იტვირთბა....