aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაყრდნობით, საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია შეიმუშავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით, საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია შეიმუშავა. აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“დღე და ღამე ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევიმუშაოთ ის საარჩევნო მოდელი, რომელი სრულად შესაბამისობაშია სახელმწიფო ინტერესებთან. სწორედ ამიტომ, “გერმანულ მოდელზე” დაყრდნობით, შევიმუშავეთ ქართული მოდიფიკაცია საარჩევნო სისტემის, რომელიც ჩვენი აზრით და არამარტო ჩვენი აზრით, კონსტიტუციონალისტების აზრითაც, სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და სრულად შეესაბამება საქართველოს დღევანდელ დღეს, პროპორციული არჩევნების მისწრაფებებს და მეორე მხრივ, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც მოთხოვნილია კონსტიტუციაში”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ამასთან, ვაშაძის თქმით, იმისთვის, რომ შემუშავებული მოდიფიკაცია ეუთო/ოდირს გადაეგზავნოს, ოპოზიცია მიმართავს სახალხო დამცველს და ვინაიდან ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ მას კანონპროექტის სახე ჰქონდეს, მას პარლამენტში დაარეგისტრირებს.

იტვირთბა....