aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდარის ტბაზე, ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში აზერბაიჯანული მხარე და სპეცტექნიკა ჩაერთო

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში აზერბაიჯანული მხარეც ჩაერთო.

“ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.

ჯანდარის ტბაზე მუშაობენ ამავე სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატერების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხილვადობის აღდგენისთანავე განაახლა მუშაობა.

სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუშაობა, ასევე, განაახლა ვერტმფრენმა.

ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, საძიებო სამუშაოები ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

იტვირთბა....