aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახლა რჩებათ ამოცანა, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება” – მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბანკი “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ.

„ფაქტია, დღეს გვაქვს მოცემულობა, როგორც ადრე, 26 ივნისს იყო, შეიკრიბა „ქართული ოცნების“ დეპუტაცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავეპატიმრებინეთ. შემდეგ გადაიფიქრეს. რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე. კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ ხელი კვლავ იმ ღილაკს, რომელზეც არ უნდათ ხელის მიჭერა, მაგრამ უღირთ“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს აბსურდულს უწოდებს.

„შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე. თუ არ ვცდები, დაახლოებით 25 ადამიანი იყო ჩემთან ერთად ბრალდებული. 2012 წლის დეკემბრის თვეში წარმიდგინეს ბრალი, გავიდა შვიდი წელი, უკლებლივ ყველა ადამიანს გაუკეთდა ე.წ. განრიდება, ანუ მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, შემომატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში, ვინაიდან 2014-2015 წელს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთე. აბსურდული საქმე იყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

იტვირთბა....