aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაღუპულია 19 ადამიანი – რუსეთში ავტობუსი მდინარეში გადავარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სააგენტო TASS-ის ინფპრმაციით. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობუსის 43 მგზავრიდან 19 დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. საავადმყოფოში გადაყვანილი 14 ადამიანიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა,“ – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს პრესსპიკერმა

უბედური შემთხვევა ერთ-ერთ ხიდზე მოხდა, როდესაც ქალაქ სრეტენსკიდან ქალაქ ციტასკენ მოძრავმა ავტობუსმა მართვა დაკარგა და მდინარეში გადავარდა. ავტობუსში სულ 43 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი საბურავის გასკდომა გახდა.

იტვირთბა....