aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე” – რუდი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ იმედოვნებს, შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, მხარეებს დიალოგისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს დიალოგი დაიწყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობების და გადაწყვეტილებების მოძებნის საშუალება და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილნი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც მხარეებს გაუზიარებენ საკუთარ რჩევებს და საექსპერტო ცოდნას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, აქ იმყოფებიან ევროკავშირის და გერმანიის ელჩები.

იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე და გამოავლენენ ევროინტეგრაციისკენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულებას,”- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.

იტვირთბა....