aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ე.წ. გერმანული მოდელის დათმობას არ აპირებენ. თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული ფორმით „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

შეხვედრას ესწრება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის ამერიკის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.

ფოტო: პირველი არხი

იტვირთბა....