„ხელისუფლების წარმომადგენლები – კობახიძე და წულუკიანი თუ გააგრძელებენ იმ განცხადებების გაკეთებას, რომ იქ გვეპატიჟებიან ელჩების ხათრით, მაგრამ იმისთვის, დაგვარიგონ და აგვიხსნან, რომ ეს ანტიკონსტიტუციური მოდელია და დიალოგი დახურულია, ეს პროცესი ჩაიშლება. ელემენტარული, ადამიანური ზრდილობაა, სტუმრად რომ ვინმეს ეპატიჟები, წინასწარ არ უთხრა, რომ უარით გაგისტუმრებ. გავიგე, რომ პოლიტიკური ანა-ბანა უნდა ვასწავლო დღევანდელ ხელისუფლებას და არამარტო მათ, მაგრამ ზრდილობაც თუ უნდა მესწავლებინა, ეს აღარ ვიცოდი”
ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
ასე ეხმაურება ბურჯანაძე დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე ხელისუფლების განცხადებებს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას ხვალ მართავენ.