aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-მ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციისას ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს ინფორმაციით, აქციის მონაწილე ექვსი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით აიყვანეს.

დაკავებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

გუშინ  ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

დღეს დილით პარლამენტთან რკინის კონსტრუქციები აღარ დგას, თუმცა მობილიზებულია სამართალდამცავები. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ დღეს, საპარლამენტი უმრავლესობას პიკეტირების შეეშინდა და პარლამენტში დილის 07:00 საათზე მივიდნენ.  აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოდან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს.  ოპოზიციის ლიდერებმა მოითათბირეს, ბიბლიოთეკასთან მოაწყონ აქცია, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდა.
იტვირთბა....