aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

“მამას შვილები 9 წლის განმავლობაში სარდაფში ჰყავდა დამწყვდეული და მათზე ძალადობდა” – ჰოლანდიის პროკურატურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰოლანდიის პროკურატურა, მამას შვილებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, ფერმის სარდაფში წლების განმავლობაში ჰყავდა დამწყვდეული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება De Telegraaf ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, მამა შვილებს გარეთ არ უშვებდა და მათზე ძალადობდა, დღეების განმავლობაში აშიმშილებდა, ძაღლის საცხოვრებელში ამწყვდევდა და კეტავდა. ბავშვები ისეთი შეშინებულები იყვნენ, მამის რისხვის მოლოდინში, სველ წერტილში გასვლისაც ეშინოდათ და სახლის კუთხეში იკმაყოფილებდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს.

როგორც BBC იუწყება, მამას სულ 9 შვილი ჰყავდა. 4 მათგანი სასამართლო პროცესზე მამის დასჯის მომხრე იყო, ხოლო 5 შვილი ამტკიცებდა, რომ მშობლის მიმართ ასეთი მიდგომა არასამართლიანია.

ჰოლანდიის პროკურატურამ გამოძიებით დაადგინა, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს აღნიშნულ ბრალდებულს, 67 წლის ავსტრიის მოქალაქეც, რამდენიმე თვით ჰყავდა დამწყვდეული სარდაფში.

როგორც De Telegraaf წერს, ის რომ მამა შვილებს ასე ექცეოდა, 9 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ერთ-ერთმა ბავშვმა მოახერხა გაქცევა და პოლიციას ყველაფერი მოუყვა.

ჯერჯერობით, სასამართლო მსჯელობს, თუ რა სახის სასჯელი მიუსაჯოს ბრალდებულს.

 

 

იტვირთბა....