aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება” – კარასინი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი დიპლომატი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. კარასინმა აღნიშნული განცხადება “რია ნოვოსტთან”, პრაღაში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგნელთან, ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

რუსი დიპლომატი იმედოვნებს, რომ კულტურის ცენტრის გახსნა რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძესა და კარასინს შორის შეხვედრა გუშინ, 28 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსმა დიპლომატმა რამდენიმე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, “ახალ წლამდე, არ უნდა ველოდოთ რამე გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე”. კარასინმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ “გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში სახლში იქნება”.

იტვირთბა....