aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბიბლიოთეკის ფანჯრებზე სტიკერები წარწერით – “შეცვალე” გააკრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკის შენობის ფანჯრებზე სტიკერები წარწერით – “შეცვალე” გააკრეს.

ამის შესახებ ადგილიდან “მეტრონომის” ჟურნალისტი იტყობინება.

შეგახსენებთ, გუშინ  ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

დღეს დილით პარლამენტთან რკინის კონსტრუქციები აღარ დგას, თუმცა მობილიზებულია სამართალდამცავები. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ დღეს, საპარლამენტი უმრავლესობას პიკეტირების შეეშინდა და პარლამენტში დილის 07:00 საათზე მივიდნენ.  აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოდან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს.  ოპოზიციის ლიდერებმა მოითათბირეს, ბიბლიოთეკასთან მოაწყონ აქცია, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდა.
იტვირთბა....