aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა გუშინ ბევრ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა, ბევრი დაკარგა, ბევრს იმედი გაუცრუა” – ჭიჭინაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სახალხო ტრიბუნის” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 27 ნოემბერს ტელკომპანია “იმედისთვის” მიცემული ინტერვიუთი ბევრ ადამიანს გაუცრუა იმედი და ბევრი მხარდამჭერი დაკარგა.

როგორც “მეტრონომს” “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა უთხრა, ივანიშვილმა განცხადებები “ქართული ოცნების” მხარდამჭერების დასამშვიდებლად და მეორე მხარეს მყოფი ადამიანების გასაღიზიანებლად გააკეთა.

“მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასება რომ დავიწყო, უკვე არაადეკვატური ვიქნები. არ მგონია, რომ ეს ინტერვიუ დღევანდელ დღეს შეესაბამება. რეალურად თუ ამის კომენტირებას დავიწყებთ და სერიოზულ განსჯას, ჩვენც ავცდებით რეალობას. ივანიშვილის განცხადებები იყო იმ მომხმარებლებისთვის, ვინც არის “ქართული ოცნების” მომხრე. მათ დასამშვიდებლად იყო უფრო ეს ინტერვიუ და მეორე მხარეს ვინც არის, იმათ კიდევ უფრო გასაღიზიანებლად. მე დავინახე ადამიანი, რომელიც არის ორიენტირებული კონკრეტულად თავის მხარდამჭერებზე. არ აინტერესებს აბსოლუტურად მეორე მხარის ინტერესი და ყველას ეძახის ერთ სახელს. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანმა სახელმწიფო ლიდერის პოზიცია დაკარგა. ის, რასაც მას საზოგადოება სთხოვდა – მთელი ქვეყნის ლიდერი ყოფილიყო, მან ამაზე უარი თქვა და გახდა კონკრეტული ჯგუფის ლიდერი. იმ კონკრეტულ ჯგუფსაც რამდენ ხანს გაუძღვება და რესურსი რამდენ ხანს ეყოფა, ამას მომავალი გვიჩვენებს. საზოგადოების დიდ ნაწილს მან შეურაცხყოფა მიაყენა იმიტომ, რომ მათ “ნაციონალები” უწოდა. ისინი, ზოგადად, “ნაციონალები” არ არიან, მცირე ჯგუფია მათი მხარდამჭერი. არ შეიძლება, როდესაც ადამიანს რაღაც არ მოსწონს, შენ მას უწოდო ის, რაც არ არის. ივანიშვილმა გუშინდელი ინტერვიუთი კიდევ ბევრ ადამიანს გაუცრუა იმედი, ბევრი კი, დაკარგა”, – უთხრა “მეტრონომს” ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, ივანიშვილმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუცვიო ცვლილების ჩაგდების საკითხზე განაცხადა, რომ “არაფერი დრამატული არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევხედავთ”. მანვე გააკრიტიკა ოპოზიცია და თქვა, რომ “მათ ანალიზის უნარი არ აქვთ, ერთი ჭკვიანი ადამიანი არ ჰყავთ, ტრაგედიაა!”. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ისაუბრა კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობაზეც”. მისი პროგნოზით, 0%-ია ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოვიდეს.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....