aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოკლებული ვართ უნარს, ჩაანალიზების იმ მწვერვალებს შევწვდეთ, რაც ივანიშვილმა იცის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ მოკლებული ვართ უნარს, ჩაანალიზების იმ მწვერვალებს შევწვდეთ, რაც ბიძინა ივანიშვილმა იცის”, – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ “იმედის” გადაცემაში “SWOT ანალიზი”ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც “მეტრონომთან” საუბრისას ბერძენიშვილმა განაცხადა, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ადეკვატურობის პრობლემა აქვს.

“კარგა ხანია ვამბობ, რომ მას აქვს ადეკვატურობასთან პრობლემა. საჯაროდ, ამ ბოლოდ თვეებში რამდენჯერმე მითქვამს, რომ მის სასამართლოზე ფსიქიატრი მოსამართლეს მოუგებს. ის ტექსტები, რაც მე ვნახე, ამაში მარწმუნებს და ძალიან ვწუხვარ, კაცი კენწეროზეა ასული და მისი ოჯახის წევრები მაინცდამაინც ვერაფერს უბედავენ. ეს არ იქნებოდა ქვეყნის პრობლემა, ოჯახის პრობლემით შემოიფარგლებოდა, მილიარდერი არაადეკვატური, აკვიატებული ადამიანი რომ არ იყოს საქართველოს ფაქტობრივი მფლობელი. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან არაადეკვატურ ადამიანთან და დანარჩენი ყველაფერი უკვე დეტალია… პარლამენტთან ახლა დგანან ის ადამიანები, ვის გარეშეც, ის ვერ გახელისუფლდებოდა”, – უთხრა დავით ბერძენიშვილმა “მეტრონომს”

შეგახსენებთ, ივანიშვილმა გადაცემაში “SWOT ანალიზი” ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა: “ანალიზის უნარი არ აქვთ, ერთი ჭკვიანი ადამიანი არ ჰყავთ, რომ ანალიზი გაუკეთოს, ტრაგედიაა!”.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....