aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები, ასევე ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან” – გომელაური

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიციელები სადამდეც საჭირო იქნება იდგებიან ველა მოქალაქის დასაცავად, მათ შორის, მომიტინგეების.

მისი თქმით, არსებული სიტუაცია ყველას დისკომფორტს უქმნის, მათ შორის თავად მინისტრს და სამართალდამცავებსაც.

„დისკომფორტი როგორ არ არის, ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან. პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები. ყველა ვართ ცოდო, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა და ყველასთვის დისკომფორტია, თუმცა გადაწყვეტილება რაც მიიღო პარლამენტმა, მე არ შემიძლია შევცვალო. მთავრობის წევრები მხარს ვუჭერდით პროპორციულ სისტემას, თუმცა ჩავარდა. მივუშვა და შევარდნენ პარლამენტში, დაანგრიონ, დალეწონ, გადაკეტონ გზები? ეს არის ნორმალური?“, – განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ საზოგადოებამ უკვე ორჯერ იხილა აქციის დაშლა და სადამდე გაგრძელდება აღნიშნული ქმედება, შს მინისტრმა განაცხადა, საჭირო თუ გახდება, ორჯერ და ათჯერაც იქნება.

„რა ვქნა აბა, სხვა რა გავაკეთო, გადავკეტოთ მთელი ქალაქი? რესურსი გვეყოფა ორი თვეც, სამი თვეც და ოთხი თვეც, თუ დაგვჭირდება პრობლემა არ იქნება“,- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

იტვირთბა....