aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე მგონია, პარტიებს ეყოფათ გონიერება, რომ ოცნების მოწამლული საკენკი არ აკენკონ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” საუბრისას საარჩევნო რეფორმის საკითხზე, 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საერთო-სახალხო კენჭისყრის შესაძლო გამართვის შესახებ ქართული ოცნების” განცხადებასა და ზოგადად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობაზე საუბრობს.

ხმალაძეს მიაჩნია, რომ თეორიულად ეს  შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად – შეუძლებელი.

“ჯერ ერთი, მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ პლებისციტის დროს, მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. ვთქვათ და მოხდა ეგ სასწაული და მხარი დაუჭირეს, შემდგომ უნდა იქნას პარლამენტისთვის არდგენილი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის პროექტი. ეს პროექტი უნდა წარადგინოს ან პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა ან 200 000-მა ამომრჩეველმა. პარლამენტში რომ ამის მომხრე აღმოჩნდეს ნახევარზე მეტი, ძალიან ეჭვი მეპარება. ვთქვათ და მომზადდა ეს პროექტი და შევიდა პარლამენტში, იმისთვის, რომ 2024 წლისთვის ამოქმედდეს მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა, საჭირო იქნება, რომ პარლამენტში ამას მხარი დაუჭიროს დეპუტატთა 3/4-მა, ანუ 113-მა დეპუტატმა. ეს კი, მე მგონი, აბსოლუტურად მიუღწეველი იქნება. ანუ მაშინვე ვერ შეიყვანენ ძალაში. ვთქვათ და, 100 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვეს, მაშინ ეს პროექტი უნდა გადაეცეს 2024 წელში არჩეულ პარლამენტს და მერე იმ პარლამენტმა ისევ 100 ხმით უნდა დაამტკიცოს. აი, აქ კი, ეს საერთოდ შეუძლებელია. ის, რაც ითქვა მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, არის მცდელობა ყურადღების გადატანის. ეს ანკესი არავინ უნდა გადაყლაპოს”, – აცხადებს ხმალაძე.

“მეტრონომის” შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა მმართველი პარტიის განცხადებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, “ქართული ოცნება” საკუთარ კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ დააყენებს, ხმალაძემ აღნიშნა:

“ესეც არის იაფფასიანი საკენკი გადაგდებული ოპოზიციისთვის. ეს არის საკენკი იმისთვის, რომ ვინც ამ საკენკს გადაყლაპავს, ის გამოეთიშება ერთიან ოპოზიციურ ფლანგს. მე მგონია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ეყოფათ გონიერება იმისთვის, რომ ეს მოწამლული საკენკი არ აკენკონ”.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....