aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სააკაშვილმა მითხრა, რომ ბოლოს თავის ჯგუფზე კონტროლი დაკარგა და კორუფციაც შემოეპარა” – გელბახიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შეხვდა, აცხადებს, რომ წარსული ვერ გადაკეთდება და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მძიმე შეცდომები დაუშვა.

„არაფერი შეცვლილა. ის წარსული ვერ გადაკეთდება, „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები ძალიან მძიმე იყო. იგივე პოზიციაზე ვრჩები. რა შეცდომებიც ადრე ფიქსირდებოდა, იმას ვაღიარებ დღესაც. სააკაშვილი პროექტებზე წინააღმდეგობას არ მიწევდა. ხუთი წელი დევნაში ვიყავი. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი ვიყავი“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

როგორც გელბახიანმა აღნიშნა „ნაციონალების“ მიმართ მისი შეფასება არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა ქვეყანაში ვითარება.

„საქართველოში ვითარება შეიცვალა. „ნაცების“ მიმართ ჩემი შეფასება არ შეცვლილა, ორი მხარე აქვს მედალს, წარსული და მომავალი. ვინაიდან ჩემი ქვეყნის ბედი არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, მაქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, რაც ქართველ ხალხს აქვს დამსახურება მსოფლიო წინაშე. ცუდი სიტუაციაა საქართველოში. ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი, რომ რეგულაციებს დაექვემდებაროს მიმდინარე მოვლენები. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ბიძინა ივანიშვილის გარდა, არის სააკაშვილიც. სააკაშვილის დევნილობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ის არის მარტო. მას ყავს ყველაზე ძლიერი ოპოზიცია, პარტია საქართველოში, რომლის მოქმედებამ შეიძლება, გააუარესოს, დაძაბოს სიტუაცია. ჩვენი ამოცანა იყო, მასთან ესაუბრა არა ჩინოვნიკ, პარტიულ წარმომადგენლებს, არამედ ქართველი ხალხის წარმომადგენლებს. ვთვლი, რომ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ბედი აწუხებს და უნდა გამერკვია, რას გეგმავდა საქართველოს განვითარებისთვის“ ,- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

გელბახიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ გეგმავს.

„მე წარმოვადგენ ქართველ საზგადოებას. სააკაშვილის ინტერესის სფერო არის საქართველო, მაგრამ ის ჯერ არ გეგმავს აქ ჩამოსვლას, უკრაინაში პოლიტიკური ამოცანები აქვს. თუ ჩათვლის, რომ საქართველოში ყოფნაა საჭირო, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. ძნელი იყო ჩემთვის, გადავახტი ჩემს თავს, იმ ადამიანს გვერდით დაუდგე, ვინც გდევნიდა, ადვილი არ არის. საქართველოს მისთვისაც სასიცოცხლო ინტერესები აქვს. იყო შეცდომები, მისი ახსნა იყო, რომ კონტროლი დაკარგა თავის ჯგუფზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა და კორუფციაც შემოეპარა. გაგრძელდება შეხვედრები. ყველას უნდა შევხვდე და გავიგო მათი პოზიცია, თუ ხედავენ, რომ სააკაშვილთან თანამშრომლობა შედგება. რაც არ უნდა ვაგინოთ სააკაშვილს, ის არის გავლენიანი. სააკაშვილმა მითხრა, რომ მილიონპროცენტიანი გარანტია გაქვთ, რომ არასდროს ვიქნები რევოლუციის მომხრე. საკაშვილი რევოლუციას არ გეგმავს. ივანიშვილის უგუნურმა ქმედებებმა ოპოზიცია გააერთიანა. ამ გაერთიანებას ხელი არ უნდა შეეშალოს. სააკაშვილმა არ უნდა ითამაშოს ცუდი როლი ამ გაერთიანების დაშლაში“ ,- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი, რომლებიც თავის დროზე, სააკაშვილის პოლიტიკური მტრები იყვნენ, კიევში ჩავიდნენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენთან მოლაპარაკებები გამართეს.

იტვირთბა....