aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგება” – რუსული მედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსული მედიის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება.

გამოცემა “იზვესტიას” ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა აღდგენილიყო, თუმცა ამას ხელი საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეუშალა.

გამოცემასთან საუბრის დროს ანონიმურმა სახელისუფლო წყარომ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისთვის საქართველოში არსებული ვითარება დასტაბილურდა, თუმცა ჯერჯერობით, უსაფრთხოების საჭირო ნორმა არ არის, რადგან საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს დემონსტრაციები.

ასევე, რუსული გამოცემა საკუთარ სახელისუფლო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოსთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

იტვირთბა....