aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბატონო დავით, ლოგიკაში არ ხართ ძლიერი” – კობახიძე უსუფაშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის ყოფილი ორი თავმჯდომარე, ტელეკომოანია “იმედის” ეთერში ერთამენთს ე.წ. გერმანული მეთოდით არჩევნების ჩატარების საკითხზე დაუპირისპირდნენ.

კობახიძე ამტკიცებს, რომ ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, რასაც არ ეთანხმება უსუფაშვილი. პოლიტიკოსები ერთ ხმაში კამათობდნენ, როდესაც კობახიძემ განაცხადა:

“მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბატონი დავითი იაზრებს, რომ ჩიხშია შესული და დემაგოგიაზე გადავიდა. თქვენ როდესაც ცდილობთ ხმის გადაფარვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ლოგიკაში არ ხართ ძლიერი”, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის საპასუხოდ, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი საუბარი საჭირო არ არის.

“მოდი ეს სხვამ დაასკვნას ვინ სადაა ჩიხში შესული. მე ვარ დემაგოგიაში ირაკლი შესული თუ… უკაცრავად, შენ არ შედიხარ ხოლმე არასდროს დემაგოგიაში. ახლა რაღაცა საუნდსონიკებში გადავედით უკვე, ხმაც მეცნიერებაა. რა საჭიროა ამისთანა საუბარი”.

ამის შემდეგ კობახიძემ განმარტა, რომ ხალხს დარჩებოდა შთბეჭდილება, თითქოს საუბარს იმიტომ აწყვეტინებდა, რომ არგუმენტები არ ჰქონდა. რაზეც უსუფაშვილმა უპასუხა:

“ვინც არ პასუხობს იმაზე რა შთაბეჭდილება დარჩება? ჩვიდმეტჯერ დავსვი კითხვა და არ მპასუხობთ” – განაცხადა უსუფაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება.

იტვირთბა....