aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კალაძე არის ერთ-ერთი კორუმპირებული მერი, რომელიც თბილისს ჰყოლია” – გოგიჩაიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ კალაძე არის ერთ-ერთი კორუმპირებული მერი, რომელიც ამ ქალაქს ჰყოლია.

ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომ ის და მისი პარტია შესაძლოა, ხვალ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, თუმცა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს არასდროს გადადგამენ, რის კონტექსტშიც დედაქალაქის მერმა ოპოზიციური პარტიების აქციები და პარლამენტის პიკეტირების გეგმა უარყოფითად შეაფასა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კალაძის კორუფციულ სქემებზე შესაბამის საგამოძიებო უწყებებს საქმეები აქვს აღძრული.

„კახა კალაძეზე იმდენი საქმე აქვს უკვე პროკურატურას და სუს-ის ანტიკურუფციულ სააგენტოს აღძრული, რომ ის ვერასდროს ითამაშებს თავის დამოუკიდებელ თამაშს, იმიტომ, რომ მისი ყოველი დღე კორუფციულია. დოკუმენტებითაც, დადგენილებებში ჩანს ის ფინანსური სქემები, რომლებსაც ქალაქის მერია აკეთებს. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იტვირთბა....