aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყლის ჭავლი არა საპატრულომ, არამედ შსს-ს დანაყოფებმა გამოიყენეს – საპოლიციო უწყების განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს გამთენიისას, პარლამენტთან აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლი არა საპატრულო პოლიციამ, არამედ შსს-ს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყენეს.

“საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არ ყოფილა გამოყენებული სპეციალური საშუალებები რის შესახებაც ისაუბრა საპატრულო პოლიციის დირექტორმა, აღნიშნული საშუალებები გამოყენებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ დილას პარლამენტთან დემონსტრაციის დასაშლელად შინაგან საქმეთა სამინისტროს წყლის ჭავლი არ გამოუყენებია.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძემ ინფორმაცია წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, დაახლოებით, 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი.

 

იტვირთბა....