aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზოგი ჭირი მარგებელია, მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ სირთულეების ფონზე ზოგი ჭირი მარგებელია.

როგორც კობაძე აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი განშტოებებით თავი წარმოაჩინა, როგორც „ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა, ანტიეკლესიურმა პოლიტიკურმა ძალამ და ამის კულმინაცია იყო შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა საშუალებით, „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული მედიასაშუალებების თუ აქტივისტების გამოყენებით და ასე შემდეგ“.

„ამ სირთულეების ფონზე, რაც გასული ორი კვირის განმავლობაში იყო, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ყურადღებაა საჭირო, უნდა დავიცვათ ეკლესია და მასთან ერთად ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.

იტვირთბა....