ალბანეთში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც BBC იტყობინება, გარდაცვლილია სულ მცირე 6 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი, დაახლოებით, 150-ია.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, ერთი ადამიანი მიწისძვრის დროს, ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად დაიღუპა.
სასწრაფო დახმარების მუშაკებმა ალბანურ მედიას განუცხადეს, რომ ერთ-ერთი დაღუპული ხანდაზმული ქალია, რომელმაც შვილიშვილის გადარჩენა მოახერხა.
მიწისქვეშა ბიძგები ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად დაფიქსირდა.
ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქებში – დურესსა და ტუმანშია.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.