aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდას, რომელიც აქციიდან, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთი ადამიანი „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, ერთი „ამტელ ჰოსპიტალსში“ და ორი – ინგოროყვას კლინიკაში.

„ერთი სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება“, – აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას დასველდა და დღეს დილით, სხეულის გადაციების გამო შოკურ მდგომარეობაში მყოფი, პარლამენტთან იპოვეს, ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ მამაკაცთან მიმართებაში ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება.

„ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები”, – განმარტავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.

იტვირთბა....