aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნება გამოჩეკავს ოქრიაშვილისნაირ დამოუკიდებელ დეპუტატებს” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მმართველი პოლიტიკური პარტია საკუთარ კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ დააყენებს, ფარსს უწოდებს.

როგორც პოლიტოლოგმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, “ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია ყველა ნაბიჯზე გადააგდოს საზოგადოება, დილას შეპირდეს და საღამოს გადააგდოს, ამ სიტყვებს ვინ დაიჯერებს?”

“ეს არის მხოლოდ სიტყვები. ეს არის მორიგი ფარსი. ვინ შეიძლება დაადგინოს – არ არსებობს ამის კრიტერიუმი და შესაბამისად, ხელისუფლება რასაც უნდა, იმას იტყვის. ან სადაც გამოჩეკავს “ოქრიაშვილისნაირ” დამოუკიდებელ დეპუტატს, იქ იტყვის, რომ დამოუკიდებელ დეპუტატს უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილის არ იყოს. დღემდე ხომ ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო”, – აცხადებს გია ხუხაშვილმა, რომელიც “ქართულ ოცნებას” მძიმე დიაგნოზს უსვამს.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების ოფისში”უმრავლესობის სხდომის შემდეგ, კახა კალაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....