aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ხუხაშვილი მმართველ პარტიას მძიმე დიაგნოზს უსვამს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვერაფერი ნორმალური ვერ მოიფიქრეს, ისევ პირველ ჩვენებას მიაწვნენ”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების”ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგს, რომელზეც პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა – “თემა დახურულია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართება”.

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნება” “წარმოუდგენელ სიბრიყვეშია”.

“ან რატომ შეიკრიბნენ, ან საერთოდ რა უნდოდათ ვერ გავიგეთ იმიტომ, რომ ვერაფერი გავიგეთ ამ ბრიფინგიდან. გუშინ შექმნეს მოლოდინი, რომ რაღაცას აპირებდნენ და დღეს გამოვიდნენ და გამოგვიცხადეს, რომ არც არაფერს არ ვაპირებთო. წარმოუდგენელ სიბრიყვეში არიან პირდაპირ გეტყვით. ისევ “ნაციონალურ მოძრაობაზე” აპელირება, მთელი შეხვედრა ვიშვიშს მიუძღვნეს და ისტერიკას “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში და თქვეს, რომ არაფერს არ ვცვლითო. დიდი ბოდიში, არაფერს რომ არ ცვლიდით, ეგ ვიცოდით გუშინაც და დღეს ეს ბრიფინგი რას ეძღვნებოდა, გაუგებარია. მე მგონი, აფექტურ მდგომარეობაში არიან და ერთი და იგივეს იმეორებენ. ეს მიანიშნებს “ქართული ოცნების” ისტერიულ მდგომარეობაზე – ეს არის ისევ ჭიდაობა, ისევ შეთქმულების თეორია, ისევ კუნთებზე ყურება და მეტი დღის წესრიგი არ აქვთ. პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ, სამწუხაროდ. გუშინ შექმნეს რაღაც გაუგებარი მოლოდინი და დღეს ვერ გავიგეთ, რატომ შეიქმნა ეს მოლოდინი. ასე იქცევა ადამიანი, რომელიც ყოველდღე ყვირის – არ მეშინია – ისე, რომ ამას არავინ არ ეკითხება ან კიდევ უფრო მძიმე დიაგნოზთან გვაქვს საქმე. მათი მთავარი შიში უკავშირდება ძალაუფლების დაკარგვას. ამ შიშიდან გამომდინარეა მათი საკმაოდ არაადეკვატური და არათანმიმდევრული ქმედებები. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების ოფისში”უმრავლესობის სხდომის შემდეგ, კახა კალაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....