aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ნაცები, ძალოვან სტრუქტურებს არ უხელმძღვანელებენ, ბევრად ბევრ ხმას მიიღებენ არჩევნებზე” – ჟორჟოლიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის” ინიციატოვას, როელიც პროპორციულ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად ნაციონალური მოძრაობის წევრების დანიშვნას გამორიცხავს, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.

მისი თქმით ეკა გიგაური შესანიშნავი შინგან საქმეთა მინისტრი იქნებოდა.

“მიუხედავად იმისა რომ ნაცებმა გაი პატრულად გადააქციეს და ჩანესტილი შსს რეალურად შეცვალეს, საზოგადოების ამ ნაწილის შიშები მესმის და ლოგიკურია. წესით ნაცებსაც მაგრად უნდა ეკიდოთ ძალოვანები. სუსი საერთოდ უნდა გაუქმდეს და პატრულს ქალი ხელმძღვანელი დაამშვენებდა. მაგალითად ხატია დეკანოიძის. კონტრდაზვერვაც ჩემი აზრით შეიძლება ნაცების ხელში იყოს. თავდაცვის სამინისტრო აუცილებლად და დანარჩენი რომ სხვა პარტიამ მართოს why not? თან, ეს შიშები ხომ მარტო ჯაფარას არ აქვს. და საერთოდ, მგონია ნაცები ამ პირობას თუ დადებენ, ბევრად ბევრ ხმას მიიღებენ არჩევნებზე.

P.S. ეკა გიგაური იქნებოდა დიდებული შსს მინისტრი” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” გამოდის ინიციატივით პროპორციულ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად ნაციონალური მოძრაობის წევრები არ დაინიშნონ.

იტვირთბა....