aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

რუსეთი შესაძლოა ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ი იტყობინება, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთონ. როგორც იცით, შესარჩევი ეტაპი უკვე დასრულებულია და რუსებმა I ჯგუფში ლიდერობა ბელგიას დაუთმეს, ხოლო თავად მეორე ადგილი დაიკავეს.

9 დეკემბერს ჩანიშნულია საერთაშორისო ანტიდოპინგური კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილება ბოლო პერიოდში რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მოხმარების საკითხი. როგორც ირკვევა, არსებობს დამატებითი მტკიცებულებებიც.

წყაროს ცნობით, თუ დამტკიცდება, რომ რუსი სპორტსმენები, მათ შორის ფეხბურთელებიც იღებდნენ აკრძალულ პრეპარატებს, დიდია იმის შანსი, რომ რუსეთის ნაკრები მოხსნან როგორც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატიდან ფეხბურთში, ასევე ტოკიოს ოლიმპიადიდანაც. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სანკტ-პეტერბურგს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის სტატუსი მოეხსნას და რომელიმე სხვა ქალაქს მიენიჭოს.

იტვირთბა....