aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მცხეთაში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მცხეთაში საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“22 ნოემბერს, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიტიკური გაერთიანება “ევროპული საქართველოს” ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს.

პარტია “ევროპული საქართველოს” პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....