aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პროტესტი ერთია, მაგრამ ოპოზიციამ ისე არ უნდა ქნას, რომ მოვიდეს არჩევნები და ისევ წააგოს” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი პოლიტიკურ ვითარების გათვალისწინებით, ოპოზიცია ერთმანეთში კოორდინაციის შემდეგ, საპროტესტო აქციების პარალელურად, არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.

როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა უთხრა, “ფრონტის გაშლასთან ერთად”, ოპოზიციამ “ისე არ უნდა ქნას, რომ პროტესტს გადააყოლოს ყველაფერი – მოვიდეს არჩევნები და ისევ წააგონ”.

“მე ვფიქრობ, რომ ფრონტი უნდა გაიშალოს. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ერთ რამეს, რომ როდესაც რამეს აპროტესტებენ, არ უნდა ვგულისხმობდეთ მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას”. რაც ახლა ხდება, ეს არის “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” სტრატეგია. სხვა პარტიები სხვაგვარად ფიქრობენ, სხვა დღის წესრიგი აქვთ. როდესაც ოპოზიციას ერთიან მონოლითად განვიხილავთ ანალიზის დროს, ჩვენ ვუშვებთ სისტემურ შეცდომებს. ეს არის ხელისუფლების თამაში. ხელისუფლებას აწყობს, რომ ყველას “ნაცი” დაუძახოს. “ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ მათი აგრესიული ტაქტიკა არის შედეგის მომტანი. ეს მათი არჩევანია. მე ვფიქრობ, რომ ფრონტი უნდა გაიშალოს, ყველა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული გამომდინარე იმ წარმოუდგენელი თავხედობიდან, რისი უფლებაც ხელისუფლებამ თავის თავს მისცა. ქუჩის პროტესტსაც აქვს არსებობის უფლება. ფორმები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გემოვნების საკითხია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ უნდა შემოიფარგლოს ქუჩით. უნდა გაგრძელდეს პროტესტი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ძალაუფლების შენარჩუნება, არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა და უკვე ოპოზიციას თუ შეუძლია რაიმე ტიპის კოორდინაცია ერთმანეთში, უკვე უნდა იფიქროს იმაზე, როგორ დაამარცხოს ხელისუფლება მაჟორიტარულ არჩევნებში, რაც ჩემი აზრით, სრულიად რეალისტური ამოცანაა. კი ბატონო, პროტესტი  ერთია, მაგრამ მეორეა რეალური პოლიტიკური პროცესი – ისე არ უნდა ქნან, რომ პროტესტს გადააყოლონ ყველაფერი, მოვიდეს არჩევნები და მერე არჩევნები ისევ წააგონ. უნდა მოემზადონ პარალელურად”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....