aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

ლატვიაში პროპუტინისტული 9 ტელეარხის ტრანსლირება აკრძალეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ქვეყანაში 9 ტელეკომპანიის ტრანსლირება აკრძალა, რომელთა უკანაც, მათივე მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მილიარდერი, იური კოვლაჩუკი დგას. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ივარ აბოლინიში ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ იური კოვალჩუკი იმ სანქცირებული სიის წარმომადგენელია, რომელიც თავის დროზე ევრკავშირმა შეიყვანა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

იური კოვალჩუკის მფლობელობაშია შემდეგი არხები: “Время: далекое и близкое”, “Бобер”, “Дом кино”, “Дом кино Премиум”, “Музыка Первого”, “O!”, “Поехали!”, “Телекафе” და “Петербург-Пятый канал”.

 

იტვირთბა....