aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ადასტურებს, რომ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება.

„განხილვას ვადასტურებ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს საჭიროებს კონსულტაციებს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ევროინტეგრაციის მიმართულებით. თამარ ხულორდავა იმიტომ კი არ წავიდა, რომ რამე მიმდინარე საქმიანობას თავს ვერ ართმევდა. მას ჰქონდა ძალიან რთული პოზიცია მოცემულობასთან დაკავშირებით, რაც ჩამოყალიბდა ბოლო მოვლენებსა და ვალდებულებებს შორის, რაც იყო აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან. აქ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯები, რას ვაპირებთ, როგორ მივდივართ“, – აცხადებს კაკულია.

შეგახსენებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ხულორდავამ თანამდებობა დატოვა. ხულორდავამ და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ დატოვეს.

იტვირთბა....