aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ხდება საოკუპაციო ხაზთან ღამით – “მეტრონომი” ლაშა ბერულავას დაუკავშირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ლაშა ბერულავა “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, სოფელ ატოცში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები რამდენჯერმე გადმოვიდნენ. ბერულავას თქმით, მათ შორის, მათი მხრიდან ბოლო “რეიდი” ორი დღის წინ, ღამის საათებში განხორციელდა.

“მიუხედავად იმისა, რომ არ გვიშვებენ ატოცში და გვიზღუდავენ გადაადგილებას, გვაქვს ჩვენი წყაროებიდან ინფორმაცია, რომ ატოცში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირად მეორედება რუსი ოკუპანტების შემოსვლა. ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო, ბოლო ფაქტი მათ შორის ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. და ძირითადად,  ისინი ღამის საათებში გადმოდიან. ძნელი ასახსნელია რას აკეთებენ ღამღამობით და რატომ მოდიან. ჩვენი ვარაუდია, რომ მათ დაძაბულობის კერების შექმნა სურთ მას შემდეგ, რაც ჩორჩანაში ჩვენმა პოლიციამ საგუშაგო ჩადგა სრულიად კანონიერად, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს საგუშაგო ყელში აქვთ გაჩხერილი და ცდილობენ, მის გარშემო შექმნან დაძაბულობის კერები და სწორედ ამას ემსახურება მათი ღამეული რეიდები, ჩვენი ინფორმაციით. რუსი ოკუპანტები დასახლებულ პუნქტში არ შესულან”, – აცხადებს ბერულავა.

მისივე თქმით, ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს შესვლა ისევ შეზღუდული აქვთ.

“ამ დროისთვის ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის არც ერთი წევრი არ იმყოფება. ჩვენ დაწესებული გვაქვს შეზღუდვა, არ გვიშვებენ ატოცში ჩვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცით საცალფეხო ბილიკები, შემოვლითი გზები, არ ვაპირებთ თვითნებურად შევიდეთ ატოცში. ვფიქრობთ, რომ პოლიცია სწორედ ამას ელოდება, რომ შემდეგ დაუმორჩილებლობისთვის რაღაც კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს”, – უთხრა “მეტრონომს” ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....