aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა სასამართლოს წინ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრმა ლაშა ჭიღლაძემ გვიან ღამით საქალაქო სასამართლოს ეზოში, აქციის მიმდინარეობისას ტანსაცმელზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს შენობიდან გავრცელდა.

როგორც ირკვევა, ის აღნიშნული მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ შეაჩერა. მას ხელიდან საწვავის ბოთლი წაართვეს და ჯიბიდან სანთებელა არ ამოაღებინეს.

მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ლაშა ჭიღლაძე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ლაშა ჭიღლაძე თავის დაწვას პროტესტის ნიშნად აპირებდა, რადგან, მისი ინფორმაციით, პოლიცია იარაღის ჩადებას და დაკავებას უპირებს. მუქარაში პოლიციის ერთ-ერთ უფროსს თემურ ჟუჟნიაშვილს ადანაშაულებს. როგორც ირკვევა, მანამდე, ლაშა ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომ  დაწერა, რომ პირადად ჟუჟნიაშვილი მას ემუქრებოდა იარაღის ჩადებითა და დაკავებით.

შეგახსენებთ, ლაშა ჭიღლაძე ფილტვების ანთების დიაგნოზით თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში მოხვდა, სადაც რამდენიმე დღე მკურნალობდა. ამჟამად მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....