aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ტერორიზმთან კავშირი ედება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტერორისტებთან კავშირის გარდა დაკავებულს კრიმინალურ სამყაროს წევრობას, ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. გავრცელებული ცნობით, 48 წლის კაცი ნეაპოლში აიყვანეს.

საქართველოს მოქალაქე ციხეშია გადაყვანილი. შესაძლოა მისი ესპანეთში ექსტრადირება განხორციელდეს, რადგან მასზე ძებნა ამ ქვეყანაშიც არის გამოცხადებული.

იტვირთბა....