aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის დაშლისას დაკავებულთა ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

18 ნოემბრის აქციის დარბევისას დაკავებული პირების სასამართლო სხდომა, 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ადვოკატ გიგა ონიანის თქმით, მათ ვერ მოასწრეს 37-ვე დაკავებული პირის დაკითხვა, შესაბამისად სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს.

“მოსაძიებელია მტკიცებულებები, დასაკითხია მოწმეები, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არ არის საკმარისი დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად”- აღნიშნავს ონიანი.

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტი მოახდინა და ქართული ოცნების დეპუტატები შენობაში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

იტვირთბა....